იუვე სენესის ტრანსფერის დახურვას მომდევნო კვირაში ეცდება
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მომდევნო კვირაში იუვენტუსი მარკოს სენესის აგენტს კიდევ ერთხელ შეხვდება.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი არგენტინელ მცველს 4-წლიან კონტრაქტსა და სეზონში გასამრჯელოს სახით 3 მილიონ ევროს სთავაზობს, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.
28 წლის ფეხბურთელის უფასოდ გაფორმებაზე იუვენტუსის გარდა ატლეტიკო, ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი და დორტმუნდი მუშაობენ, მაგრამ ამ მომენტისთვის ტურინული გრანდი ფავორიტად მოიაზრება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
