ლოკატელი:“ ინტერთან რთული მატჩი გველოდება, გუნდის კაპიტნობა უდიდესი პატივია“
ლუჩიანო სპალეტის ნაცვლად, ინტერთან მატჩის წინ ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებთან მანუელ ლოკატელიმ ისაუბრა.
„ჩვენ ფიზიკურად და მენტალურად ენერგია აღვიდგინეთ და ხვალინდელ მატჩს მომზადებულები ვხვდებით. ჩვენ მოტივირებულები ვართ და შეხვედრის დაწყებას მოუთმენლად ველოდებით.
„ინტერი ძალიან მაღალი დონის, კარგად დაკომპლექტებული გუნდია, მაგრამ ჩვენ სირთულეებისთვის მზად ვართ და ვეცდებით, თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ.
„იუვენტუსის პროგრესი ? როგორც მწვრთნელი ამბობს, ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, რომლის გამოსაყენებლად ბევრი უნდა ვიმუშაოთ.
„ჩემი კარგი ფორმა ? მე თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მწვრთნელისგან სრულ ნდობას ვიღებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ვისურვებდი, რომ მეტი გოლის გატანის შესაძლებლობა მქონდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დავალება გაქვს მოედანზე და ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის გუნდის წარმატებაა.
„ბოგა ? მისი იუვენტუსში ხილვა სასიამოვნოა. ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, ის ხარისხიანი ფეხბურთელია და აუცილებლად დაგვეხმარება.
„სასტარტო შემადგენლობა ? ამას მწვრთნელი გადაწყვეტს, მაგრამ თითოეული ჩვენგანი გუნდის დასახმარებლად მზად არის.
„კაპიტნობა ? ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი ოცნება იყო, ჩემთვის სამკლაურის ტარება უდიდესი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა. კაპიტანი ყველასთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს და მე ამას დიდი სიამაყით ვაკეთებ გუნდის გამო, რომელიც უზომოდ მიყვარს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
