ბრემერი:“ ინტერთან გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, სკუდეტო ? რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ“
იუვენტუსის მცველმა გლეისონ ბრემერმა DAZN-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ინტერთან მატჩი ? ჩვენ მათი ძლიერი მხარეები კარგად ვიცით. ინტერი შესანიშნავი გუნდია, რომელიც გამორჩეული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და შემთხვევითობა არ არის, რომ მათ ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ ითამაშეს, მაგრამ ჩვენ იუვენტუსი ვართ და მოედანზე ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ გამარჯვების მოსაპოვებლად გავდივართ.
„სხვაობა ტურამსა და ლაუტაროს შორის ? ორივე მათგანი დიდებული ფორვარდია, მათ აქვთ ფიზიკურობა, ტექნიკა და კლასი, რომ ნებისმიერი შანსი საგოლე მომენტად გარდაქმნან.
„კელი ? ის ძალიან ძლიერი მცველია, ფიზიკურად ლოიდი ნამდვილი მონსტრია და მის წინააღმდეგ დრიბლინგი მეტოქეებს ძალიან უჭირთ. ჩვენ სულ უფრო უკეთესები ვართ, მაგრამ სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს.
„სკუდეტო ? რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, ჩამორჩენა პირველ ადგილთან ძალიან დიდია, ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
