TuttoJuve

Juve per sempre sarà

კელის ინგლისური გრანდები აკვირდებიან

იუვენტუსის ინსაიდერის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ტურინული გრანდის მცველის ლოიდ კელის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.

კელი იუვენტუსის რიგებს 17.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და ბევრი მის ტრანსფერს სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ინგლისელი ტურინში გადაბარგების შემდეგ საგრძნობლად განვითარდა და გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელიც გახდა.

დი ნატალეს ცნობით, ჩელსი, ლივერპული და ტოტენჰემი სეზონის ბოლოს მცველის გაფორმებას გეგმავენ და მათი ერთ-ერთი პოტენციური სამიზნე სწორედ კელია. იუვენტუსი ინგლისელის მარტივად დათმობას არ აპირებს და მის სანაცვლოდ 40-50 მილიონს ითხოვს.

პარალელურად, კელის პროგრესი და კარგი თამაში არც ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ტომას ტუხელს გამოპარვია და მის გამოძახებას სრიოზულად განიხილავს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !