TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი სენესის გაფორმებასთან ახლოს არის

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსი მარკოს სენესის გაფორმებასთან ახლოს არის.

არგენტინელი მცველის კონტრაქტი ბორნმუთთან სეზონის ბოლოს იწურება და მისი უფასოდ გაფორმება არაერთ ევროპულ გრანდს, მათ შორის ბარსელონას და დორტმუნდს სურთ, მაგრამ ამ მომენტისთვის იუვენტუსი ფავორიტად მოიაზრება.

წყაროს ცნობით, სენესის გუნდში მისვლა ფედერიკო გატის გაყიდვის შანსს კიდევ უფრო გაზრდის. იტალიელი მცველი სპალეტისთვის მნიშვნელოვან ფიგურად არ მოიაზრება და ტურინული გრანდი მისი გასხვისების წინააღმდეგი არ იქნება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !