TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბოგა:“ იუვენტუსში თამაში ოცნების ახდენაა“

იუვენტუსის ახალწვეულმა ჯერემი ბოგამ სერია ა-ს ოფიციალურ არხთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩემი დებიუტი Allianz-ზე ? ეს დიდებული შეგრძნება იყო. ჩვენ 2-ბურთიანი სხვაობით ვმარცხდებოდით და საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ. მე საგოლე გადაცემა გავაკეთე და მიხარია, რომ გუნდის დახმარება შევძელი. ამ დიდებულ სტადიონზე, შესანიშნავი ქომაგების წინ თამაში წარმოუდგენელი ემოციები იყო. იუვენტუსის მაისურით თამაში ოცნების ახდენაა, ამის გამო ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, ეს მთელი ცხოვრებისა და კარიერის შესაძლებლობაა და მე მზად ვარ.

„ვიცი, რომ იუვენტუსის მაისურის ტარება არა მხოლოდ დიდი პრივილეგია, არამედ დიდი გამოწვევაც არის. ქომაგები თითოეული ჩვენგანისგან მაქსიმუმს ელოდებიან და მზად ვარ, ეს მოლოდინები გავამართლო. მე მიყვარს დრიბლინგი, გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება, ამ ჩემპიონატს კარგად ვიცნობ და მჯერა, რომ იუვენტუსის დახმარება შემიძლია.

„ლოკატელი ? ლოკას ნახვა ძალიან გამიხარდა, ჩვენ ერთმანეთს სასუოლოს დროიდან ვიცნობთ, ჩვენ ახლო მეგობრები ვართ, ერთმანეთს კარგად ვუგებთ და მისი გუნდში ყოფნა ყველაფერს მიმარტივებს. ის იუვენტუსის კაპიტანია, ეს მე მახარებს, რადგან ლოკამ ეს დაიმსახურა.

„რას ითხოვს ჩემგან სპალეტი ? ის მეუბნება, რომ საკუთარი თავი ვიყო, გამოვიყენო ჩემი ძლიერი მხარეები, მოედანზე ბოლომდე დავიხარჯო და ვარჯიშების დროს მიღებული ინფორმაცია გამოვიყენო.

„ამბიციები ? ჩვენ ძალიან ამბიციური გუნდი ვართ და გვინდა, ჩვენი შესაძლებლობები დავამტკიცოთ. ჩვენი მიზანი ნებისმიერი მატჩის წინ გამარჯვებაა და ამისთვის ძალიან ბევრს ვშრომობთ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !