ვლაჰოვიჩს იუვენტუსში დარჩენა უნდა
იტალიური მედიის ცნობით, დუშან ვლაჰოვიჩისა და იუვენტუსის ისტორიას შესაძლოა მოულოდნელი განვითარება ჰქონდეს.
დანიელე ლონგოს ინფორმაციით, სერბი ფორვარდი ლუჩიანო სპალეტის მუშაობით, გუნდის პროგრესითა და ამბიციური პროექტით კმაყოფილია და ტურინულ გრანდში დარჩენას სერიოზულად განიხილავს.
წყაროს ცნობით, მხარეები შესაძლოა ხანმოკლე კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომლის დროსაც უფრო ხანგრძლივ ხელშეკრულებას განიხილავენ. რა თქმა უნდა, იუვენტუსი მისთვის ხელფასის სახით 10 მილიონის გადახდას არც კი განიხილავს და დუშანს ტურინში დასარჩენად გასამრჯელოს მნიშნველოვნად შემცირება მოუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
