ატლეტიკო გონსალესის გამოსყიდვას გეგმავს
ატლეტიკო სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით ნიკო გონსალესს გამოისყიდის.
არგენტინელი ფეხბურთელი ატლეტიკოში 1-წლიანი იჯარით თამაშობს, მისი შემდგომში 32 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული რაოდენობის მატჩებში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
ესპანური წყაროების ცნობით, ჩოლო სიმეონე გონსალესს გუნდის მნიშვნელოვან წევრად მოიაზრებს და მისი შენარჩუნება სურს. არგენტინელის სანაცვლოდ მიღებული თანხა იუვენტუსის საზაფხულო ბიუჯეტს კიდევ უფრო გაზრდის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
