იუვე ვლაჰოვიჩის შენარჩუნების იდეაზე უარს არ ამბობს
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის კონტრაქტის გაფორმებას არ გამორიცხავს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი მზად არის, სერბს ახალი კონტრაქტის მიხედვით ხელფასის 5-6 მილიონამდე შემცირება შესთავაზოს და ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ერთჯერადი ბონუსი გადაუხადოს.
ვლაჰოვიჩის აგენტი თავის მხრივ ხელფასის სახით 9-10 მილიონსა და მსუყე საკომისიოს ითხოვს, რის გადახდასაც ამ მომენტისთვის არა მხოლოდ იუვენტუსი, არამედ არც ერთი დაინტერესებული გუნდი არ აპირებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
