ჰოლმი:“ იუვენტუსში ყველა ძალიან თბილად დამხვდა, ილდისს გამორჩეული ხარისხი აქვს“
იუვენტუსის ახალწვეულმა ემილ ჰოლმმა Sky Sport-თან ისაუბრა.
„პირველი დღეები იუვენტუსის რიგებში ? ყველაფერი შესანიშნავია, ყველა ძალიან თბილად დამხვდა, რაც ადაპტაციის პროცესს გაცილებით ამარტივებს.
„ვინ გამაკვირვა გუნდში ყველაზე მეტად ? ილდისმა, ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ვარჯიშებზე მისი გამორჩეული შესაძლებლობები და ხარისხი კარგად ჩანს.
„ინტერთან მატჩი ? ეს მატჩი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს, გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ლიდერებთან ჩამორჩენას შევამცირებთ. წინ კიდევ ბევრი მატჩია დარჩენილი და ინტერთან გამარჯვება კარგი შანსი იქნება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
