კიეზა იუვენტუსში დაბრუნების იმედს არ კარგავს
ფედერიკო კიეზა სეზონის ბოლოს ლივერპულს დატოვებს და იტალიური მედიის ცნობით, იტალიელ ფეხბურთელს ზაფხულში იუვენტუსში დაბრუნება უნდა.
ტურინული გრანდი კიეზას გაფორმებას გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც ცდილობდა, მაგრამ მაშინ სქაუზერებმა იტალიელის გაყიდვაზე უარი თქვეს.
SportItalia-ს ცნობით, კიეზა ლივერპულში სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა, მას გუნდის დატოვება უნდა და იმედი აქვს, იუვენტუსში დაბრუნებას შეძლებს.
პრობლემა ლივერპულის მიერ მოთხოვნილი 20-25 მილიონი ევროა, რის გადახდასაც იუვენტუსი არც კი განიხილავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
