იუვე ტურამის აგენტს შეხვდა
იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი გასულ კვირას ხეფრენ ტურამის აგენტს შეხვდა.
ფრანგი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2029 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა მის მიმართ გაზრდილი ინტერესის ფონზე, ტურინულ გრანდს მისი ხელშეკრულების კიდევ 1 წლით გახანგრძლივება და ფრანგის ხელფასის გაზრდა სურს.
სკირას თქმით, მხარეებს შორის პოზიტიური დიალოგი გაიმართა, მას იუვენტუსში დარჩენა უნდა და მზად არის, ტურინულ გრანდთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
