გონსალესს ატლეტიკოში დარჩენამდე 9 მატჩი აშორებს
ნიკო გონსალესი დიდი ალბათობით ატლეტიკოს რიგებს საბოლოოდ შეუერთდება.
არგენტინელ ფეხბურთელს ლა ლიგაში ატლეტიკოს მაისურით მოედანზე მინიმუმ 45 წუთის გატარება კიდევ 9 მატჩში მოუწევს, რის შემდეგაც მისი გამოსასყიდი პუნქტი სავალდებულო გახდება.
იუვენტუსმა გონსალესის 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 1 მილიონი ევრო უკვე მიიღო, მისი გამოსყიდვის შემთხვევაში კი ტურინული გრანდის ბალანსი 32 მილიონი ევროთი შეივსება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
