TuttoJuve

Juve per sempre sarà

კონსეისაუ:“ იუვენტუსში დიდი ხანი დარჩენა მსურს, ინტერთან მატჩისთვის მზად ვარ“

იუვენტუსის გარემარბმა შიკო კონსეისაუმ SportMediaset-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ფიზიკური მდგომარეობა ? პრობლემები უკან მოვიტოვე და მომდევნო მატჩისთვის მზად ვარ. ვიცი, რომ ჯერჯერობით შედეგიანობის მხრივ საუკეთესო სეზონი არ მაქვს, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვასწორებ.

„იუვენტუსის მიზნები ? ჩვენ მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვფიქრობთ და გვინდა, სატურნირო ცხრილში მაქსიმალურად წინ წავიწიოთ.

„მომენტების გამოუყენებლობა ? ჩვენ ძალიან ბევრ მომენტს ვქმნით, მაგრამ მათ გამოყენებას ვერ ვახერხებთ და ამ ასპექტზე მუშობა უნდა გავაგრძელოთ.

„სპალეტი ? მისი მენტალიტეტი, გაამრჯვების სურვილი ძალიან მომწონს. ლუჩიანოს მუშაობის შეფასება გუნდის პოზიტიური შედეგებით არის შესაძლებელი, მაგრამ ვიცით, რომ ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის.

„ჩემი მომავალი ? მე იუვენტუსში დიდი ხანი დარჩენა და გუნდთან ერთად ტიტულების მოგება მინდა.

„ინტერთან და გალათასარაისთან მატჩები ? ნერაძური ძალიან ძლიერი გუნდია, მათ ხარისხიანი შემადგენლობა ჰყავთ და ვიცით, რომ წინ რთული შეხვედრა გველოდება, მაგრამ მზად ვართ.

„გალათასარაის რაც შეეხება, ჩემპიონთა ლიგაზე თითოეული შეხვედრა გამორჩეულია. ჩვენ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდა და ვიცით, რომ ეს შეგვიძლია.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !