ტურამი:“ ინტერთან შესანიშნავი მატჩი გველოდება, მარკუსთან ერთად თამაში ?…“
იუვენტუსის ნახევარმცველმა ხეფრენ ტურამმა Sky Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„სპალეტი ? მწვრთნელი ჩემგან მუდმივად მოძრაობას ითხოვს და სურს, ეპიზოდები სწორად და დროულად შევაფასო, მან იცის, რომ მე ძლიერი ფეხბურთელი ვარ და ჩემგან ხარისხის წარმოჩენას ითხოვს.
„სპალეტი არის მწვრთნელი, რომელმაც ჩემი რეალური პოტენციალი დამანახა, მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა, ის ჩემგან ბევრს ითხოვს, რადგან ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებულია.
„მარკუსთან ერთად თამაში ? ბავშვობაში ჩვენ ყოველთვის ერთ გუნდში ვთამაშობდით, მაგრამ ახლა ჩვენ პროფესიონალები ვართ, ორივე დიდებული იტალიური გუნდების რიგებში ვთამაშობთ და კმაყოფილები ვართ. იმედი მაქვს, ჩვენ ერთად თამაშს საფრანგეთის ნაკრებში შევძლებთ.
„ინტერთან მატჩი ? ეს ძალიან კარგი, დაძაბული და რთული დაპირისპირება იქნება. მათ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ და ორივე გუნდს წინ მნიშვნელოვანი ტესტი ელოდება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
