იუვენტუსი ტონალის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსი სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, ტურინულმა გრანდმა იცის, რომ ტონალის გაფორმება ფინანსური ასპექტების გამო მარტივი არ იქნება, თუმცა იუვე დანებებას არ აპირებს და ნიუკასლთან საერთო ენის გამონახვას ეცდება.
აგრესტის თქმით, იუვენტუსს კონკურენციას მანჩესტერ სიტი და არსენალი გაუწევენ, თუმცა ტონალის პრიორიტეტი იტალიაში დაბრუნებაა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
