იუვე კარნესეკის ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი ატალანტას კარის დარაჯის მარკო კარნესეკის ტრანსფერით ინტერესდება.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა მიკელე დი გრეგორიოს არასტაბილური თამაშით უკმაყოფილოა და ზაფხულში მის გაყიდვას არ გამორიცხავს, სანაცვლოდ კი ატალანტას კიპერის გაფორმებას გეგმავს.
წყაროს ცნობით, ატალანტა ზაფხულში კარნესეკის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება და მის სანაცვლოდ 25-30 მილიონს ითხოვს. იუვენტუსს კონკურენციას ინტერი გაუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
