იუვენტუსს ბრემერის გამოსასყიდი პუნქტის გაუქმება სურს
იუვენტუსი ახალ კონტრაქტებზე მუშაობას აგრძელებს და ტურინული გრანდის ერთ-ერთი ამოცანა გლეისონ ბრემერთან ახალი შეთანხმების გაფორმება იქნება.
ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2029 წლის ზაფხულში იწურება და მთავარი პრობლემა მისი გამოსასყიდი პუნქტი გახლავთ.
ნებისმიერ არაიტალიურ გუნდს ზაფხულში ბრაზილიელი ფეხბურთელის გამოსყიდვა 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია, რისი გადახდაც ევროპული გრანდებისთვის პრობლემა არ იქნება.
იუვენტუსს ბრაზილიელის კონტრაქტის კიდევ 1 წლით გახანგრძლივება და გამოსასყიდი პუნქტის გაუქმება სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
