იუვენტუსმა ტურამის კონტრაქტზე მუშაობა დაიწყო
იუვენტუსის ხელმძღვანელობა ახალ კონტრაქტებზე მუშაობას აგრძელებს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ტურინული გრანდის ერთ-ერთი ამოცანა მომდევნო კვირებში ხეფრენ ტურამის ხელშეკრულების გახანგრძლივებაა.
24 წლის ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულება იუვენტუსთან 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, იუვენტუსს კი მისი კონტრაქტის კიდევ 1 წლით გაგრძელება და ფრანგის ხელფასის 3-3.5 მილიონამდე გაზრდა სურს.
ტურამის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს, თუმცა იუვენტუსი მის გაყიდვას არც კი განიხილავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
