კესის ტრანსფერში იუვეს კონკურენციას ინტერი გაუწევს
იუვენტუსი ფრანკ კესის მიმართ ინტერესს არ კარგავს, თუმცა ტურინულ გრანდს მის გასაფორმებლად მნიშვნელოვანი კონკურენციის დაძლევა მოუწევს.
კოტ-დიუვარელი ფეხბურთელის კონტრაქტი არაბულ ალ-იტიჰადთან სეზონის ბოლოს იწურება და ამ მომენტისთვის მისი პრიორიტეტი ზაფხულში ევროპაში დაბრუნებაა.
Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსმა ფეხბურთელის აგენტთან პირველი შეხვედრა უკვე გამართა, თუმცა კესის მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი, მათ შორის ინტერი იჩენს, ამიტომ 29 წლის ფეხბურთელის გაფორმება მარტივი არ იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
