იუვე ახალი ფორვარდის ძიებას აგრძელებს
იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას უკვე შეუდგა და ტურინული გრანდის ერთ-ერთი საზრუნავი ცენტრ-ფორვარდის გაფორმება იქნება.
ტურინული გრანდის რიგებს ზაფხულში დიდი ალბათობით დუშან ვლაჰოვიჩი და ლოი ოპენდა დატოვებენ, ამიტომ ტურინულ გრანდს შეტევაში მინიმუმ ერთი ფეხბურთელის დამატება მოუწევს.
Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსის საოცნებო ტრანსფერი ვიქტორ ოსიმენია, თუმცა ნიგერიელი ფორვარდის გაფორმება ფინანსური ასპექტების გამო მარტივი არ იქნება.
ალტერნატიული სამიზნეები რანდალ კოლო მუანი და ჟან-ფილიპ მატეტა გახლავთ, თუმცა მომდევნო კვირებში ეს სია კიდევ უფრო გაიზრდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
