TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ბერნარდო სილვას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კენან ილდისთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, ტურინული გრანდი ზაფხულში შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერებასა და თურქი ფეხბურთელის გარშემო ძლიერი გუნდის შეკვრას გეგმავს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსს მსოფლიო დონის ფეხბურთელების გაფორმება სურს და ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი ბერნარდო სილვაა.

სილვას მიმდინარე კონტრაქტი სიტისთან სეზონის ბოლოს იწურება და ტურინულ გრანდს მისი უფასოდ გაფორმება სურს. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სილვას მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი იჩენს და მოსალოდნელია, რომ პორტუგალიელი გადაწყვეტილებას მომდევნო კვირებში მიიღებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !