იუვე კოპმეინერსის გაყიდვას გეგმავს
Calciomercato-ს ინფორმაციით, ტეუნ კოპმეინერსის ისტორია იუვენტუსში დასასრულს უახლოვდება.
ტურინულმა გრანდმა ნიდერლანდელი ფეხბურთელი 2024 წელს ატალანტადან 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, მაგრამ 27 წლის ფეხბურთელმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.
კოპმეინერსმა მიმდინარე სეზონში 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯერჯერობით თავი ვერც გოლით, ვერც საგოლე გადაცემით ვერ გამოიჩინა.
წყაროს ინფორმაციით, კოპმეიენრსი იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის და ტურინული გრანდი ზაფხულში მის გაყიდვას ეცდება. ბიანკონერის კოპმეიენრსის სანაცვლოდ 35 მილიონი ევროს მიღება სურს, რაც გუნდს კაპიტალის დაკარგვას თავიდან აარიდებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
