იუვენტუსში კონსეისაუს მიმართ უკმაყოფილება იზრდება…
იუვენტუსი შიკო კონსეისაუს თამაშით უკამყოფილოა და მისგან გაცილებით მეტს ელოდება.
ტურინულ გრანდს პორტუგალიელის გაფორმება საერთო ჯამში 40 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა Il Bianconero-ს ცნობით, ის ჯერჯერობით გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს.
პორტუგალიელი ფეხბურთელი ხშირად ხელსაყრე მომენტებს ანიავებს, მის აქტივში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 მატჩში მხოლოდ 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა, რის გამოც სპალეტიმ კონსეისაუ არაერთხელ გააკრიტიკა.
წყაროს ინფორმაციით, ზაფხულში იუვენტუსმა შესაძლოა მარჯვენა ფლანგი სრულიად გადაახალისოს, რადგან კონსეისაუს არასტაბილურობას ედონ ჟეგროვას ფიზიკური პრობლემები ემატება და გუნდი ხშირად მხოლოდ მარცხენა ფლანგზე და კონკრეტულად კენან ილდისზეა დამოკიდებული, რაც იუვენტუსის შეტევებს მეტად სწორხაზოვანს ხდის…
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
