TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ევერტონის პირველი წინადადება არტურის თაობაზე

ევერტონი არტურის ტრანსფერზე მუშაობას აგრზელებს და იუვენტუსს უახლოეს პერიოდში პირველი წინადადებით მიმართავს.

ინგლისური წყაროების ცნობით, ინგლისელები ბიანკონერის ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს შესთავაზებენ, რასაც მომავალში გარკვეული ბონუსები დაემატება.

კრისტიანო ჯუნტოლის ბრაზილიელის მინიმუმ 15 მილიონად გაყიდვა სურს, მაგარმ ჯერჯერობით ამ თანხის გადახდას არც ერთი დაინტერესებული მხარე არ აპირებს, ამიტომ შესაძლოა ტურინელებს ამ წინადადების მიღება მოუწიოთ.