ბრემერი:“ გოლი კარგია, მაგრამ მთავარი გუნდის გამარჯვებაა“
გლეისონ ბრემერმა პარმასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„გოლი ? გოლის გატანა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ მთავარი ყოველთვის გუნდის წარმატებაა და მიხარია, რომ გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე.
„ფიზიკური კონდიცია ? მე თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და გუნდის დასახმარებლად მზად ვარ. ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.
„კელი ? ის ძალიან კარგი ბიჭი და ფეხბურთელია, ლოიდი ვარჯიშებზე ყოველთვის მონდომებულია, ის განვითარებას აგრძელებს და მასთან პარტნიორობა ძალიან კომფორტულია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
