სპალეტი:“ ილდისის ტრავმა ? სერიოზული არაფერია, იკარდი ჩვენს გეგმებში არ შედის“
ლუჩიანო სპალეტიმ პარმასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ილდისის ტრავმა ? კენანმა მცირე დისკომფორტი იგრძნო, სერიოზული არაფერია, მაგრამ შესაძლოა მას რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწიოს. ის შემოწმებას გაივლის, მაგრამ ვფიქრობ, სანერვიულო არაფერია.
„ილდისის გასვლის მიუხედავად, გუნდმა კარგად ითამაშა და დამაჯერებლად გაიმარჯვა, რაც ძალიან მნიშნველოვანია. როდესაც შენ ამბიციური ხარ და მაღალი მიზნებისთვის გინდა ბრძოლა, ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული ვერ იქნები დღეს გუნდმა გაიმარჯვა და ეს დამსახურებულად გააკეთა.
„ტრანსფერები ? მე არაფერს არ ველოდები. მე იუვენტუსში მოვედი და დავთანხმდი იმ გუნდის გაწვრთნას, რომელიც იმ მომენტში ჩემს ხელთ იყო. მე გამაფრთხილეს, რომ იანვარში ტრანსფერების განხორციელებას ვერ შევძლებდით და ეს ჩემთვის პრობლემა არ ყოფილა. ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.
„იკარდი ? ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მაუროს გაფორმება არ მითხოვია, ჩვენ სხვა სტილის ფორვარდი გვჭირდება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
