იკარდი პირადად ლუჩიანო სპალეტის მოთხოვნაა
იუვენტუსი მაურო იკარდის ტრანსფერზე გააქტიურდა და გალათასარაისთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, არგენიტნელი ფორვარდის გაფორმება პირადად ლუჩიანო სპალეტის მოთხოვნაა. იტალიელი სპეციალისტი იკარდის ჯერ კიდევ ინტერში მუშაობის დროიდან იცნობს და მისი იუვენტუსში ხილვა სურს.
წყაროს ცნობით, გალათასარაი იკარდის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს ითხოვს, რადგან მისი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება. პრობლემა არგენტინელის ხელფასია, ის თურქეთში სეზონში 10 მილიონს გამოიმუშავებს და იუვენტუსისგან 2-წლიან კონტრაქტსა და 5-6 მილიონს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
