TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფიორენტინა ლოკატელის ტრანსფერით ინტერესდება

მოიზე კინის შემდეგ, ფიორენტინა იუვენტუსიდან მანუელ ლოკატელის გადაბირებას ეცდება.

ფლორენციული გამოცემა Corriere Fiorentino-ს ინფორმაციით, იები იტალიელი ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას ეცდებიან, შემდგომში მისი 20-25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით.

იუვენტუსი თავის მხრივ ლოკატელის გაყიდვას არ აპირებს, რადგან მისი შენარჩუნება ტიაგო მოტას სურს, ამიტომ ფეხბურთელის იჯარით გაშვება არც კი განიხილება და ის გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ რომელიმე გუნდი ლოკატელის სანაცვლოდ 30-35 მილიონს გადაიხდის.