TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ჩელიკის აგენტს შეხვდა

იუვენტუსი რომას მცველის ზეკი ჩელიკის ტრანსფერზე გააქტიურდა და ფეხბურთელის აგენტთან შეხვედრა გამართა.

თურქი მცველის მიმდინარე კონტრაქტი რომასთან სეზონის ბოლოს იწურება და ტურინულ გრანდს მისი უფასოდ გაფორმება სურს.

28 წლის თურქს დაცვაში როგორც მარჯვენა ფლანგზე, ასევე ცენტრში შეუძლია თამაში და ის როტაციისთვის შემადგენლობის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრება.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის, თურქს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, მისი შემდგომში გახანგრძლივების პერსპექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !