TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჟეგროვას მომავალი იუვენტუსში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

იუვენტუსის რიგებში სეზონის ბოლოს მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები იგეგმება.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტი გუნდის სატრანსფერო საქმიანობაში აქტიურად იქნება ჩართული და ტურინული გრანდის რიგებს ის ფეხბურთელები დატოვებენ, რომლებიც იტალიელი სპეციალისტის გეგმებში არ შედიან.

წყაროს ცნობით, ერთ-ერთი მათგანი დიდი ალბათობით ედონ ჟეგროვა იქნება. კოსოვოელმა ფეხბურთელმა გუნდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და ეს არა მხოლოდ მისი ფიზიკური პრობლემების, არამედ ასევე ტაქტიკური ასპექტების ბრალია.

ჟეგროვამ მიმდინარე სეზონში იუვენტუსის მაისურით ყველა ტურნირზე მოედანზე სულ 319 წუთი გაატარა და ვერც გოლის, ვერც საგოლე გადაცემის გაკეთება ვერ შეძლო.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !