იუვენტუსში კოპმეიენრსის დრო იწურება…
იტალიური მედიის ინფორმაციით, სეზონის ბოლოს ტეუნ კოპმეიენრსის იუვენტუსიდან წასვლის შანსი სულ უფრო იზრდება.
ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მონაკოსთან კიდევ ერთი უსახური მატჩი ჩაატარა და მის მიმართ უკმაყოფილება სულ უფრო იზრდება.
27 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში იუვენტუსის მაისურით 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯერჯერობით თავი არც გოლით, არც საგოლე გადაცემით არ გამოუჩენია.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, თუ ტეუნმა სეზონის ბოლომდე თამაშის ხარისხი არ გამოასწორა, ის დიდი ალბათობით ტურინული გრანდის რიგებს დატოვებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
