იუვენტუსი კომოს ცენტრალური მცველით ინტერესდება
იუვენტუსი კომოს ესპანელი მცველის ჯაკობო რამონის ტრანსფერით ინტერესდება.
ტურინული გრანდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ცენტრალური მცველის გაფორმებას გეგმავს და ბიანკონერის მთავარი სამიზნე ამ მომენტისთვის მარკოს სენესია, ვინც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და მისი უფასოდ გაფორმება იქნება შესაძლებელი.
სენესის ტრანსფერზე არაერთი ევროპული გრანდი მუშაობს, ამიტომ იუვენტუსს ალტრნატიული ვარიანტების ძიება უკვე დაწყებული აქვს და 21 წლის ესპანელი სენესის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში პრიორიტეტი იქნება.
იუვენტუსს ახალგაზრდა ფეხბურთელის გაფორმება 20-25 მილიონი დაუჯდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
