TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა ჩელიკის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო

იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ინფორმაციით, ტურინული გრანდის წარმომადგენელმა რომას მცველის ზეკი ჩელიკის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო.

28 წლის თურქის მიმდინარე კონტრაქტი რომასთან სეზონის ბოლოს იწურება და მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება, ამიტომ ის დიდი ალბათობით გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

აგრესტის თქმით, იუვენტუსმა ჩელიკის აგენტთან პოზიტიური მოლაპარაკებები გამართა და თურქი კარიერის ტურინულ გრანდში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !