იუვენტუსსა და ზირკზეეს აგენტს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
რანდალ კოლო მუანის ტრანსფერი ფაქტობრივად ჩაიშალა, რის გამოც იუვენტუსმა ფრანგის ალტერნატივებზე დაიწყო მუშაობა.
La Stampa-ს ცნობით, ამ მომენტისთვის ყველაზე რეალური კანდიდატურა მანჩესტერის ფორვარდი ჯოშუა ზირკზეე გახლავთ.
წყაროს ინფორმაციით, ტურინული გრანდის წარმომადგენლებსა და ფეხბურთელის აგენტს შორის პოზიტიური საუბარი უკვე გაიმართა. იუვენტუსი მის გაფორმებას მხოლოდ იჯარის წესით განიხილავს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
