ილდისი იუვენტუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არის
კენან ილდისი იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს.
ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, მხარეები ეკონომიკური ასპექტების საბოლოო დეტალებს ათანხმებენ, რის შემდეგაც თურქი ფეხბურთელი ტურინულ გრანდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
მომბლანოს თქმით, ახალი კონტრაქტის მიხედვით ილდისი იუვენტუსის ღირსებას 2031 წლის ზაფხულამდე დაიცავს. მისი წლიური გასამრჯელო 1.5 მილიონიდან 6 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
