TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა ადეიემის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა

SportMediaset-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა დორტმუნდის ვინგერის კარიმ ადეიემის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა.

წყაროს ცნობით, ჯეიდონ სანჩოს გარშემო შექმნილი სიტუაციის გამო, ვინც მანჩესტერის მთავარ მწვრთნელთან უთანხმოება მოაგვარა და შესაძლოა ინგლისში დარჩეს, ტურინული გრანდი მის ალტერნატიულ ვარიანტზე გადაერთო.

გამოცემის ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელმა იუვენტუსში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა. გერმანელები მის სანაცვლოდ 30-35 მილიონ ევროს ითხოვენ.