კოლოს ტრანსფერი რთულდება, იუვე ფენერბაჰჩეს ფორვარდზე მუშაობს
კოლო მუანის იუვენტუსში ტრანსფერის ალბათობა მცირდება, ტურინული გრანდი კი ფენერბაჰჩესთან ჯონ დურანის თაობაზე მოლაპარაკებებს შეუდგა.
SportItalia-ს ცნობით, ტოტენჰემი რანდალის იჯარის გაწყვეტაზე უარს ამბობს, რაც მის იუვენტუსში დაბრუნებას ფაქტობრივად გამორიცხავს.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსმა ფენერბაჰჩესთან 22 წლის კოლუმბიელი ფორვარდის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. იუვე ფეხბურთელის იჯარაზე მუშაობს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
