ჯენოა კაფის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს
იუვენტუსი ჯენოას მარჯვენა მცველის ბრუკ ნორტონ-კაფის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, გენუელები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალგაზრდა ინგლისელის იჯარით გაშვების წინააღმდეგები არ არიან, თუ სეზონის ბოლოს მისი 20 მილიონად გამოსყიდვა სავალდებულო იქნება.
ტურინული გრანდი თავის მხრივ კაფის არენდით გაფორმებას ცდილობს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
