მანჩესტერი ზირკზეეს იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ჯოშუა ზირკზეე იუვენტუსის ერთ-ერთ პოტენციურ სატანსფერო სამიზნედ რჩება.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის შეტევაში ბიანკონერის პრიორიტეტი რანდალ კოლო მუანია, მაგრამ მისი გაფორმება ფინანსრი და ტექნიკური ასპექტების გამო მარტივი არ იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, კოლო მუანის ალტერნატივა ჯოშუა ზირკზეე გახლავთ, წითელი ეშმაკები მისი არენდით გაშვების წინააღმდეგები არ არიან, მაგრამ ის ლუჩიანო სპალეტის ფავორიტი კანდიდატი არ არის, რადგან იტალიელ სპეციალისტს უფრო ფიზიკურად ძლიერი და მაღალი ფორვარდის გაფორმება სურს, რომელიც მეტოქე გუნდის საჯარიმოში დუელებს მოიგებს და მეორე სართულზე უკეთ თამაში შეუძლია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
