გონსალესი:“ იმედი მაქვს, ატლეტიკოში დიდი ხანი დავრჩები“
იუვენტუსის ფეხბურთელმა ნიკო გონსალესმა, ვინც იჯარის წესით ატლეტიკოში ასპარეზობს, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
„ჩემი მიზანი ატლეტიკოში დიდი ხნით დარჩენაა. ამ მაისურის ჩაცმის პირველივე წამიდან ვიცი, რომ აქ დარჩენა და გუნდთან ერთად ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლა მსურს.“
გონსალესი ატლეტიკოში გადასვლის შემდეგ მადრიდული გრანდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა, ამიტომ ესპანელები დიდი ალბათობით მას გამოისყიდიან და იუვე მის სანაცვლოდ 33 მილიონს მიიღებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
