საბატინი:“ ნაპოლისთან გამარჯვება იუვენტუსისთვის 3 ქულაზე გაცილებით მეტს ნიშნავს“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა სანდრო საბატინიმ ნაპოლისთან იუვენტუსის გამარჯვება შეაფასა.
„იუვენტუსის გამარჯვება უბრალოდ 3 ქულაზე გაცილებით მეტს ნიშნავს, ამ დამსახურებული, დომინანტური გამარჯვებით იუვენტუსმა განაცხადი გააკეთა. სპალეტის მისვლის შემდეგ, იუვენტუსის პროგრესი, როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური გამოსარჩევია.
„რა თქმა უნდა, ინტერთან ჩამორჩენა 10 ქულაა და ამ მომენტისთვის სკუდეტოზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ იუვენტუსი სწორ გზაზე დგას, გუნდი ვითარდება და რთული წლების შემდეგ პირველად, იუვენტუსი ამბიციური გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
