ადანი:“ იუვენტუსი თანამედროვე, დომინანტ, სანახაობრივ და შედეგიან ფეხბურთს თამაშობს“
ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ლელე ადანიმ ნაპოლისთან იუვენტუსის თამაში შეაფასა.
„სპალეტი გამორჩეული პროფესიონალია, რომელსაც გუნდი ხელში უჭირავს. მე ამას მხოლოდ კარგი შედეგების გამო არ ვამბობ, მე სპალეტი კალიარისთან მატჩის შემდეგაც შევაქე. იუვენტუსი თანამედროვე, დომინანტ, სანახაობრივ და რაც მთავარია შედეგიან ფეხბურთს თამაშობს. გუნდს აქვს გამორჩეული იდეები, რომელთა განხორციელებისთვის თითოეული ფეხბურთელი მოედანზე მაქსიმუმს აკეთებს
„იუვენტუსმა ნაპოლისთან სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა, სპალეტის მუშაობა ფენომენალურია, თითოეული ფეხბურთელი მისი ხელმძღვანელობით ძალიან კარგად გამოიყურება და მათ შორის ყველაზე მეტად უესტონ მაკკენია გამოსარჩევი, ლუჩიანო ამერიკელის უნივერსალობასა და ხარისხს ძალიან კარგად იყენებს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
