TuttoJuve

Juve per sempre sarà

ელკანმა ილდისთან კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების დაჩქარება ითხოვა

იტალიური მედიის ინფორმაციით, კენან ილდისის კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების დასრულება პირადად ჯონ ელკანმა ითხოვა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსის მფლობელი თურქ ფეხბურთელს გუნდის პროექტის ცენტრალურ ფიგურად მოიაზრებს და მზად არის, მას მოთხოვნილი ხელფასი – 6 მილიონი ევრო გადაუხადოს.

წყაროს ინფორმაციით, ტურინული გრანდი ილდისს ამბიციურ პროექტს ჰპირდება, რომელიც თურქ ტალანტს უახლოეს მომავალში ტიტულებისთვის ბრძოლის შესაძლებლობას მისცემს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !