TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა ენ-ნესირის ტრანსფერზე მუშაობა საბოლოოდ შეწყვიტა

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსმა იუსეფ ენ-ნესირის ტრანსფერზე მოლაპარაკებები შეწყვიტა და მოროკოელის გაფორმებას აღარ აპირებს.

იუვენტუსსა და ფენერბაჰჩეს შორის ტრანსფერის დეტალები შეთანხმებული იყო, მაგრამ თავად მოროკოელს თურქული გუნდის საბოლოოდ დატოვება სურდა და ამის გამო იუვენტუსში იჯარით გადასვლაზე ყოყმანობდა.

რომანოს თქმით, იუვენტუსს ისეთი ფეხბურთელის გაფორმება არ სურს, რომელიც ბებერი ქალბატონის რიგებში თამაშს ენთუზიაზმით არ ეკიდება, ამიტომ 28 წლის ფორვარდი იუვენტუსში არ ითამაშებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !