სპალეტი:“ დღევანდელი გამარჯვება ნიშანია, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ“
ლუჩიანო სპალეტის კომენტარი ნაპოლისთან მატჩის შემდეგ.
„მნიშვნელოვანი გამარჯვება ? ნებისმიერი გამარჯვება მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანი 3 ქულას უდრის. ეს გამარჯვება იმის ნიშანია, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ და მუშაობას შედეგი მოაქვს. ფეხბურთელების თავდაჯერებულობა იზრდება და ისინი ხედავენ, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლიათ. ჩვენ აქ ვართ, ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს და ასეთი საღამოებისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ.
„დევიდი ? ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, ჯონათანმა დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დუელების მოგება შეუძლია. საჯარიმოში სივრცეს არავინ მოგცემს, ეს სივრცე შენ უნდა შექმნა და დღეს დევიდმა ეს შესანიშნავად გააკეთა. მისი გოლი ნამდვილი, უმაღლესი დონის ცენტრ-ფორვარდის გოლი იყო. მან მიიღო ბურთი, მოიგო პოზიია და დარტყმა იდეალურად შეასრულა. ფორვარდის პოზიციაზე შეუძლია თამაში მაკკენისაც, ის ყოველთვის შედეგზეა ორიენტირებული და გუნდისთვის 100 პროცენტით იხარჯება.
„საუკეთესო ტაიმი იუვენტუსში მოსვლის შემდეგ ? ჩვენ ზოგადად კარგი მატჩი ჩავატარეთ. გუნდი წინა შეხვედრებშიც კარგი იყო, მაგრამ არის მომენტები, როდესაც შექმნილ მომენტებს ვერ იყენებ, რის გამოც ისჯები. საბედნიეროდ, დღეს ჩვენ გოლები გავიტანეთ და გავიმარჯვეთ.
„ბრემერი ? ის დიდებული ფეხბურთელია, დღეს მან ერთი-ერთზე ძალიან კარგად ითამაშა. ჰოილუნი შესანიშნავი ფორვარდია, მაგრამ ბრემერმა ის დაჯაბნა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
