TuttoJuve

Juve per sempre sarà

კონტე:“ იუვენტუსს ვულოცავ, მათ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს“

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ იუვენტუსთან მატჩი შეაფასა.

„ვფიქრობ, სანამ შეხვედრა 1-0 იყო, მატჩი ძალიან დაბალანსებული გახლდათ და ჩვენ მინიმუმ ქულის მოპოვება შეგვეძლო, თუმცა მეორე გოლის გაშვების შემდეგ მეტოქეს უფრო მეტი სივრცე გაუჩნდა და ეს კარგად გამოიყენა.

„იუვენტუსს ვულოცავ, მათ ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ ასევე ვულოცავ ჩემს ბიჭებს, რადგან მათ მოედანზე ყველაფერი დადეს და მათი დადანაშაულება შეუძლებელია. ჩვენ ტრავმების მხრივ უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს. პიველად ჩემს კარიერაში მოედანზე გავიყვანე ისეთი ფეხბურთელი, რომლის ვარჯიშიც საერთოდ არ მინახავს, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია, ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !