ლოკატელი:“ სპალეტისთან ერთად რაღაც განსაკუთრებულს ვქმნით“
მანუელ ლოკატელის კომენტარი ნაპოლისთან მატჩის შემდეგ.
„ეს შესანიშნავი გამარჯვებაა. 3-0 ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, საკუთარ კედლებში, ჩვენ ეს დავიმსახურეთ და ბედნიერები ვართ. ჩვენ იდენტობა გვაქვს, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ და რა თქმა უნდა, გამარჯვებები წინსვლაში გვეხმარება. ეს სატურნირო ცხრილის მხრივ უმნიშვნელოვანესი ქულებია.
„კრიტიკა ჩემი მიმართლებით ? ჩემს შესახებ ბევრი იწერებოდა, მაგრამ მე ყოველთვის დაუღალავად ვვარჯიშობდი და ვთამაშობდი. ყველაზე ლამაზი რამ ამ წლებში არის ის, რომ გუნდი და სრულიად კლუბი ყოველთვის გვერდში მედგა. ვფიქრობ, დღეს კარგი საგოლე გადაცემა გავაკეთე. თანაგუნდელები ხშირად ხუმრობენ, რომ მე ქუსლით ზედმეტად ბევრჯერ ვთამაშობ, მაგრამ დღეს ამან გაამართლა.
„პროგრესი სპალეტისთან ერთად ? მე ძალიან ბედნიერი ვარ იმ ყველაფრით, რასაც სპალეტისთან ერთად ვქმნით. თითოეულმა ჩვენგანმა იცის, თუ რა უნდა გააკეთოს მოედანზე, ეს ძალიან გვეხმარება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
