TuttoJuve

Juve per sempre sarà

კიელინი:“ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა, ენ-ნესირის ტრანსფერი ?…“

იუვენტუსის დირექტორმა ჯორჯო კიელინიმ ნაპოლისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„შესანიშნავი ატმოსფერო სტადიონზე ? ჩვენ ვიცით, რომ რთული შეხვედრა გველოდება და ქომაგების გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთელები მოტივირებულები არიან და მათ ნებისმიერ ფასად გამარჯვების მოპოვება სურთ. ჩვენ რაღაც ამბიციურს ვაშენებთ და დღევანდელ შეხვედრაში წარმატება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

„ასეთ შეხვედრებს ზედმეტი მოტივაცია არ სჭირდება, ორივე გუნდმა კარგად იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა არა მხოლოდ სატურნირო ცხრილის, არამედ მენტალური თვალსაზრისითაც. ისინი თავიანთი ძლიერი მხარეების გამოყენებას ეცდებიან და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

„ილდისი ? კენანს შესანიშნავი ტექნიკური მახასიათებლები აქვს, მას ბურთს გაკონტროლება, დრიბლინგი, პასი და დარტყმა ძალიან კარგად გამოსდის, ბოლო პერიოდში კი ილდისმა ფიზიკურ ასპექტებშიც ძალიან მოუმატა. მისი პროგრესი აშკარაა, რაც ილდისის შედეგიანობაზეც აისახა, მაგრამ მას გაცილებით მეტი შეუძლია.

„ენ-ნესირი ? სიტუაცია ძალიან მარტივია, ჩვენ მასთან სასაუბროდ ჩავედით, მას კი ტრანსფერის ფორმულასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები აქვს. ამ მომენტისთვის ეს ტრანსფერი ჩვენთვის დახურულია, რადგან მის საბოლოოდ გამოსყიდვას არ ვაპირებთ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !