იუვენტუსმა სეზონის ბოლოს ენ-ნესირის ტრანსფერში შესაძლოა ოპენდა გამოიყენოს
იუვენტუსს სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით ლოი ოპენდას გამოსყიდვა მოუწევს, მაგრამ ბელგიელი ფეხბურთელის ტურინულ გრანდში დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
იუვენტუსს ოპენდას 40 მილიონად გამოსყიდვა შეუძლია, რაც სერია ა-ში სეზონის ათეულში დასრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება, რაც ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
Calciomercato-ს ცნობით, თუ ოპენდამ სეზონის მეორე ნახევარში თამაშის ხარისხი არ გამოასწორა, ხოლო იუსეფ ენ-ნესირმა, ვინც იუვენტუსს უახლოეს დღეებში ოფიციალურად შეუერთდება, თავი კარგად წარმოაჩინა, ბიანკონერი მოროკოელის საბოლოოდ გამოსასყიდად ოპენდას გამოყენებას ეცდება.
ბელგიელის მიმართ ფენერბაჰჩე ინტერესს დიდი ხანია იჩენს და მისი ტრანსფერში ჩართვის წინააღმდეგი არ იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
